შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მზიურის პარკთან მდებარე ოფისში პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ბიზნესმენია.





