რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყირიმის ხიდზე, საჰაერო განგაშის გამო, მოძრაობა დროებით შეჩერდა, შემდეგ აღდგა

ყირიმის ხიდი

ყირიმის ხიდზე, რომელზეც მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.

აქამდე, საჰაერო განგაშის გააქტიურების შემდეგ, ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყდა.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა შემთხვევა განმარტა, რომ ხიდზე ორი აფეთქება წარსულში უკვე მოხდა და ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნებისმიერი თეორიული საფრთხის დროს, ხალხი და მანქანები ობიექტიდან უნდა გაიყვანონ. 

17 ივლისს რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. დაზიანდა ობიექტის ნაწილი.

როგორც უკრაინსკა პრავდას წყაროები ამბობენ, ხიდზე იერიში მიიტანეს და ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამავე ინფორმაციით, ხიდზე იერიში საზღვაო დრონებით განხორციელდა. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ ორგანიზებულ "ტერაქტს ყირიმის ხიდზე". ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო შესაბამის წინადადებაზე უკვე მუშაობს.

"სამხედრო თვალსაზრისით ეს უაზრო დანაშაულია, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის. ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაშავდა ერთი ბავშვი, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს". - თქვა პუტინმა.

კომენტარები