რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა განახორციელა

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 19 ივლისს ოკუპანტებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს. საჰაერო ძალების ცნობით, შეტევისას რუსებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები და დრონები. მედიის ცნობით, ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ოდესაზე იერიში შავი ზღვიდან Kalibr-ის ტიპის რაკეტებითა და Kh-22-ებით მიიტანა, რის შემდეგაც, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის პირველიდან სამ საათამდე ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.

გარდა ამისა, ოკუპანტები გუშინ ღამით თავს დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქსაც დაესხნენ. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.  

კიევსა და ოდესასთან ერთად, საჰაერო განგაში გამოაცხადეს სუმის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასკის, ჟიტომორისა და ხმელნიცკის ოლქებში

კომენტარები