მიხეილ სააკაშვილი

ოხანაშვილი პოლონელ ექიმზე: კონკრეტული დოკუმენტების გაყალბების მომზადებას ჰქონდა ადგილი

საქართველოს პარლამენტი

პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანის მცდელობას ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა კონკრეტული დოკუმენტების გაყალბების მომზადებას.

"ამ ქმედების უკან ძალიან მნიშვნელოვანი სქემა უნდა იდგეს. დიდი ალბათობით, დანაშაულებრივი სქემა [...] გვექნებოდა დოკუმენტი, როგორ მოიწამლა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში [...] კონკრეტული დოკუმენტების გაყალბების მომზადებას ჰქონდა ადგილი. ეს ძალიან მძიმე რამეა. ამიტომ, ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი სჭირდება - პირველ რიგში, პოლონური მხარის მხრიდან. შემდგომ კი უკვე, სამართლებრივ საკითხებს რაც შეეხება, ეს კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციაა". - თქვა ოხანაშვილმა.

14 ივლისს სპეციალურმა პენტიენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული, ქაღალდში გადახვეული ნიმუში ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით გაჰქონდა.

კომენტარები