რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

18 000-მა უკრაინელმა სამხედრომ დიდ ბრიტანეთში წვრთნა დაასრულა

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიდამოებში, 2023 წლის 15 აპრილი.
Kai Pfaffenbach/Reuters

დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების საბაზისო მომზადების პროგრამა 18 000-მა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"Op Interflex არის უკრაინელი მოხალისეების წვრთნა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, ამ დრომდე გაწვრთნილია 18 000 ახალწვეული. Op Interflex ასწავლის უკრაინელებს როგორ გადარჩნენ და იყვნენ მომაკვდინებელი თავიანთ სამშობლოში უკანონო შემოჭრის წინააღმდეგ." - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Op Interflex 2022 წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა.

კომენტარები