მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე პოლონელ ექიმზე: განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების

მე მგონია, ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ეს არის გაყალბება. მე არ ვიცი, ექსპერტებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან, მე მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ეს ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა.

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს მოკვლევას საჭიროებს, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა, სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, მე უბრალოდ არ ვიცი. კითხვა უნდა დაისვას და პასუხი უნდა გაეცეს - ვნახოთ, როგორი იქნება მათი პასუხი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა. 

კომენტარები