მიხეილ სააკაშვილი

ნადირაძე ექიმზე: თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო

“ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა”. - წერს ვივამედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გუშინ, 14 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რონ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა. 

“პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა  აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით”. - დაწერა ნინო ნადირაძემ. 

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პოლონელი ექიმის ქცევა ბუნდოვანია, რადგან მას აღებული ნიმუშის გატანის უფლება ჰქონდა. 

ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და მის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ თავად სამსახურმა მისცა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან". - წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები