რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმისა და ხერსონის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა

დაზიანებული ჩონგარის ხიდი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის მაკავშირებელ ჩონგარის ხიდზე აფეთქება მოხდა. მათი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხიდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლის მტკიცებით, აფეთქების შედეგად ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ დანარჩენ ტერიტორიებს შორის სახმელეთო ხიდის მუშაობა არ შეჩერებულა.

ამას გარდა, ხერსონის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი, ვლადიმირ სალდო ირწმუნება, რომ თავდასასხმელად უკრაინელებმა ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენეს. სალდოს მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე რამდენიმე ხიდი იყო.

კომენტარები