თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა

ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

შემთხვევა 13 ივნისს, საველე სწავლების დროს მოხდა. დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური ჯერ ახალციხის, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებდნენ. ვიცე-პოლკოვნიკი რეანიმაციაში იყო. 

კომენტარები