რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებებზე დაცვას აძლიერებს

Alexander Avilov / Moskva News Agency

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსეთმა, დიდი ალბათობით, თავისი სამხედრო ნაწილების დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად გადაყვანა დაიწყო. 

დაზვერვის ინფორმაციით, ეს პოტენციურად 49-ე არმიის რამდენიმე ათას სამხედროს, მათ შორის 34-ე ცალკეულ მოტორიზებულ ბრიგადას, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალებსა და საზღვაო ქვეითებს მოიცავს. 

ბრიტანულ დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ დნეპრის ჯარების ჯგუფის დისლოკაციის შეცვლა, სავარაუდოდ, მოსკოვის მოსაზრებას ასახავს, რომ კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ მდინარე დნეპრიდან უკრაინის იერიში ნაკლებად სავარაუდოა. 

კომენტარები