რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ რუსეთს ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშიის მიხედვით, უკანასკნელ დღეებში ყველაზე დიდი ბრძოლები ზაპოროჟიეს ოლქში, დასავლეთ დონეცკსა და ბახმუტის გარშემო გაიმართა. 

"ყველა ამ ტერიტორიაზე უკრაინა აგრძელებს შეტევას და მცირე გამარჯვებებს აღწევს". - წერია ანგარიშში. 

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები ხშირად ეფექტიან თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ. ბრიტანეთის ცნობით, ორივე მხარე განიცდის დანაკარგებს - ვითარება განსაკუთრებით მძიმეა რუსეთისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, მარტში ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ, ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს.

კომენტარები