აშშ

სან ფრანცისკოში მასობრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიჭრა

AP

9 ივნისს ღამით სან ფრანცისკოს მისიის რაიონში მასობრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის შეფასებით, თავდასხმა "მიზანმიმართული და იზოლირებული" იყო.

მედიის ინფორმაციით, სროლა საღამოს 9 საათზე მოხდა. 

სან ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ცხრავე პირი, სავარაუდოდ, სრულად გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა, ზაკერბერგის სან ფრანცისკოს გენერალური საავადმყოფოს ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

საავადმყოფოს ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაშავებულთაგან 4 კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სამი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც ირკვევა, დაჭრილებს შორის 8 მამაკაცი და ერთი ქალია.

პოლიციის განყოფილების უფროსმა უილიამ სკოტმა მომხდარს "მიუღებელი" უწოდა.

"ადამიანებს სან ფრანცისკოში საღამოს გასართობად გასვლის არ უნდა ეშინოდეთ, არ უნდა ეშინოდეთ, რომ მასობრივი სროლის მსხვერპლი გახდებიან. ჩვენი გამომძიებლები მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ". - ამბობს ის.

კომენტარები