შფოთი

ორგანიზაცია შფოთმა ნაბადის ბიბლიოთეკის მოსაწყობად საკმარისი თანხა შეაგროვა

ფოთის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა შფოთმა ქალაქის ყველაზე დიდი უბნის, ნაბადის ბიბლიოთეკის მოსაწყობად საკმარისი თანხა შეაგროვა.

ორგანიზაციის ინიაციატივა, რომ ნაბადაში არსებული ბიბლიოთეკა განახლებულიყო და ახალი წიგნებიც დამატებოდა, ორბელიანი მეტის საგრანტო კონკურსის 12 საუკეთესო იდეაში მოხვდა და 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა. დარჩენილი 30%-ის საჭირო თანხა - 3 826 ლარი კი შფოთმა სახალხო დაფინანსებით შეაგროვა.

"შფოთი გიზიარებთ ჩვენს სიხარულს, ორბელიანის საგრანტო კონკურსით ნაბადის ბიბლიოთეკას მოვაწყობთ!

77 ადამიანმა დაუჭირა მხარი ჩვენს იდეას და შევაგროვეთ 3 826 ლარი, მადლობა ყველას.

 ჩვენ გვჯერა, რომ ინდივიდუალირ ინიციატივებს და მართ ირგვლივ მოსახლეობის გაერთიანებას ნაბადის, ფოთის და საქართველოს ყველა კუთხის რეალობის შეცვლა შეუძლია!". - წერს საინიციატივო ჯგუფი შფოთი.

კომენტარები