რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაუსედა: უკრაინის მომავალი NATO-შია, ნაცრისფერ ზონაში მისი დატოვება არ შეიძლება

ნაუსედა და ზელენსკი

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილები უნდა გაჟღერდეს. ამის შესახებ პრეზიდეტნმა ბრატისლავაში ისაუბრა.

"ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება მადრიდის სამიტის შემდეგ გაუარესდა. რუსული საფრთხე არ გამქრალა და მეტიც, კრემლს თავისი ტაქტიკური ბირთვული არსენალის ნაწილი ბელარუსში გადააქვს." -  თქვა ლატვის პრეზიდენტმა.

მან მოუწოდა NATO-ს, რომ მიიღოს რეგიონის ახალი თავდაცვის გეგმები, გააძლიეროს წინა თავდაცვის კონცეფცია და საჰაერო თავდაცვა ბალტიის რეგიონსა და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

გარდა ამისა, ლიტვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვილნიუსში NATO-ს სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების და NATO-სა და უკრაინას შორის პოლიტიკური კავშირების განმტკიცების მკაფიო გზის განხილვაა.

"უკრაინის მომავალი NATO-შია. ჩვენ გვჭირდება განსაზღვრული გზა, რათა უკრაინა დავაახლოოთ NATO-სთან, დავაახლოოთ გაწევრიანებას. უკრაინა ნაცრისფერ ზონაში ვეღარ დარჩება, ევროპაში ომებს ვეღარ გავრისკავთ." - თქვა ნაუსედამ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ შედეგად, უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს იმაზე, თუ როდის შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის განმარტებით, მას ესმის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუძლებლობა იქამდე, სანამ ომი გრძელდება, მაგრამ კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ უკრაინა ომის შემდეგ ბლოკის წევრი გახდება. 

"NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად აშინებს რუსეთი, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკში იხილონ. თუ ჩვენ ვილნიუსში არ დაგვინახავენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, მე მჯერა, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. 

კომენტარები