ბახმუტის დატოვებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის მარშრუტი დანაღმა – პრიგოჟინი

კადრი პრიგოჟინის მიერ 13 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბახმუტის დატოვებამდე თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის დაჯგუფების მარშრუტი დანაღმა

პრიგოჟინის კომპანია "Конкорд"-ის პრესცენტრი პრიგოჟინის მიმართვას აქვეყნებს, სადაც ეს უკანასკნელი პროვოკაციებთან დაკავშირებით საუბრობს. 

"ამ მომენტისთვის, 2 ივნისის მდგომარეობით, ვაგნერის დანაყოფების 99%-მა ბახმუტი დატოვა. წესების დაცვით ყველა პოზიცია თავდაცვის სამინისტროს აქვს გადაბარებული. არანაირი შეკითხვები და შენიშვნები არ არის.

რაც შეეხება პროვოკაციებს, დღეს უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიურპრიზები სხვა მხრიდან გველოდა. ჩვენს გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენი მარშრუტის მიმართულებით საეჭვო მოქმედებები შევნიშნეთ. ამ საეჭვო აქტივობების გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ და ჩვენი ტრაექტორიის გამოკვლევა დავიწყეთ. ჩვენ აღმოვაჩინეთ ათამდე ადგილი, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაწყებული ასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმიდან, დამთავრებული ტონობით პლასტიდებით, რომელსაც ე.წ "Змей Горынычей"-ის სახელით მოიხსენიებენ. ყოველივე ეს იყო მართვადი, დავიწყეთ სამართალდამცავებთან ერთად გამოძიება და ყველაფრის დოკუმენტირებულად აღწერა. მიმდინარეობს გამოძიება. ის, ვინც ნაღმები დაგვიტოვა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. როცა ვეკითხებით, თუ რატომ ჩაიდინეს ეს, თითს ზევით იშვერენ. შეკითხვებზე ჯერ კიდევ ვერ გვპასუხობენ. ამ მოწყობილობების განთავსება არ იყო აუცილებელი მოწინააღმდეგის შესაკავებლად, რადგან ის უკანა ხაზზე იმყოფება. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ვაგნერის ჯგუფის მოწინავე ქვედანაყოფების შესაგებებლად გაამზადეს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მწკრივებად არ ვმოძრაობთ. 

სულ ესაა. ყველაფერი და ყველა კარგადაა. არავინ დაშავებულა. რა იყო ეს? ვეჭვობთ, ეს მცდელობა იყო საჯარო სირცხვილი". - ამბობს პრიგოჟინი. 

კომენტარები