რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სკიბიცკი: პუტინი ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით, შესაძლოა იმისაც ეშინია, თავისმა ხალხმა არ მოკლას

ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, პუტინს ეშინია, რომ უკრაინის სამხედრო ძალები უახლოვდებიან და ერთხელაც მოკლავენ. მისივე მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის სამხედროების სიაში პირველია, ვისი მოკვლაც სურთ. 

"ის [პუტინი] ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა იმისაც ეშინია, რომ თავისივე ხალხმა შეიძლება მოკლას". - აღნიშნა სკიბიცკიმ. 
 
რუს პროპაგანდისტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას სკიბიცკიმ უპასუხა, რომ ისინი მნიშვნელოვან სამიზნეს არ წარმოადგენენ. მისივე თქმით, სპეციალური დანაყოფების მთავარი მისია მეთაურის განადგურებაა, რომელმაც თავდასხმის განკარგულება გასცა. სკიბიცკიმ დააკონკრეტა, რომ უკრაინული დაზვერვა კერძო დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციაზე მუშაობს. 

სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ დაადასტურა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უკრაინის დაზვერვის მიერ არის ორგანიზებული, რათა ოკუპანტებს მიწოდება შეუწყვიტონ. 

ამასთან, სკიბიცკიმ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, მიზეზი, რატომაც რუსები ყირიმის ხიდს არ ანგრევენ, უკანდასახევი გზის დატოვებაა. 

კომენტარები