მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩემს მისიას იმაში ვხედავ, რომ ქართველებს რუსეთისგან გათავისუფლებაში დავეხმარო

ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს, არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის სწორ მხარეს. ყველას, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს, განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ, პუტინის დღეები არის დათვლილი. ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.

მე ჩემს მისიას იმაში ვხედავ, რომ ქართველ ხალხს რუსეთისა და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში დავეხმარო, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ, თუ შემეძლება, დავბრუნდე ჩემს სახლში, უკრაინაში და ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში დავეხმარო.

წერს facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები