რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი უკრაინაში ომისთვის ახალ "ელიტარულ" საავიაციო სამხედრო ჯგუფს ქმნის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ქმნის ახალ "ელიტარულ" საავაციო სამხედრო ჯგუფს, სახელწოდებით "შტორმი". ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, შედგება Su-24-სა და Su-34-ის, სულ მცირე, ერთი ესკადრილიისა და სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიისგან. 

დაზვერვა ვერტმფრენების სხვადასხვა სახეობის ფონზე ასკვნის, რომ ჯგუფი, სავარაუდოდ, სახმელეთო თავდასხმებში მთავარ როლს ითამაშებს..

დაზვერვა რუსულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანია, მაღალკვალიფიციური და მოტივირებული მფრინავები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ მოიზიდოს. ასევე, მოსკოვი პენსიაზე გასული პილოტების ხელახლა რეკრუტირებასაც გეგმავს.  

დაზვერვის შეფასებით, მსგავსი ჯგუფის შექმნის განზრახვა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის საჰაერო ძალების მოქმედი ესკადრილიები საკმარისად კარგად ვერ ასრულებენ თავიანთ მთავარ ფუნქციას - უკრაინელების პოზიციებზე ავიადარტყმებს. 

კომენტარები