რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინის უპირატესობის შემდეგ ბახმუტში რუსეთმა დამატებითი ძალები გაგზავნა

უკრაინელი სამხედრო 105-მმ-იან ჰაუბიცასთან, ბახმუტი, 2023 წლის 8 მარტი.
ARIS MESSINIS/AFP via Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის ბახმუტში, რათა ქალაქი საბოლოოდ დაიკავოს და ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელოს. 

გარდა ამისა, როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსეთმა ბახმუტის გასამაგრებლად, სავარაუდოდ, რამდენიმე ბატალიონი განათავსა. დაზვერვის განმარტებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა ტაქტიკური უპირატესობა ქალაქის ფლანგებზე მოიპოვეს. 

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს შედარებით მცირე რაოდენობის ქვედანაყოფებს უკრაინაში, რომლებიც არ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული სარდლობის მხრიდან". - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოველდღიურ ანგარიშში. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის მე-15 თვეში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ფრონტის მთელ ხაზზე ქმედებების ეფექტური კონტროლი შეძლოს.  

კომენტარები