რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7: მოვუწოდებთ ჩინეთს, დაარწმუნოს რუსეთი უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაში

დიდი შვიდეულის სამიტი, იაპონია, ჰიროსიმა. 2023 წლის 20 მაისი.
REUTERS/Jonathan Ernst/Pool

დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადების მიხედვით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ "უკრაინას მხარს დაუჭერენ მანამ, სანამ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ამის საჭიროება იარსებებს".

"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის, გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთსა და მათზე, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს მხარს უჭერს. ჩვენ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იქნება ურყევი იქამდე, სანამ არ მივაღწევთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას". - წერია განცხადებაში. 

ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ჩინეთს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და შეაჩეროს სამხედრო აგრესია.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, მხარი დაუჭიროს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს წესდების პრინციპებსა და მიზნებზე". - აღნიშნულია საერთო განცხადებაში. 

კომენტარები