რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა ლიგის სამიტზე დასასწრებად საუდის არაბეთში ჩავიდა

Yves Herman/Pool via AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა ლიგის სამიტზე დასასწრებად საუდის არაბეთში ჩავიდა

"შევხვდები პრინც მოჰამედ ბინ სალმანს. ამას გარდა, კიდევ სხვა მოლაპარაკებებიც გაიმართება.

ჩვენთვის პრიორიტეტულია ყირიმიდან ყველა პოლიტპატიმრის, დროებით დაკარგული ტერიტორიების, ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის ჩვენი სამშვიდობო ფორმულის წარდგენა და მისი აღსრულება. ჩვენ მომდევნო ზამთრისთვის ენერგო უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. 

პრიორიტეტულია უკრაინაში მცხოვრები მუსლიმი თემის დაცვაც... ყირიმი იყო პირველი, რომელმაც რუსეთის ოკუპაციის ტკივილი ნახა და ოკუპირებულ ყირიმში რეპრესირებულთა უმეტესობას სწორედ მუსლიმები შეადგენენ". - წერს ზელენსკი Telegram-ზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინული დელეგაციის წევრთა შორის არის ყირიმელი თათრების ლიდერი, მუსტაფა ჯემილიევიც. 

კომენტარები