ღია ცის შეთანხმება

აშშ-მ მოლდოვასთან ღია ცის შეთანხმება გააფორმა

18 მაისს მოლდოვასა და აშშ-ს შორის საჰაერო ტრანსპორტით მიმოსვლასთან დაკავშირებით პირველი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ღია ცის შეთანხმებაზე დოკუმენტს ხელი მოლდოვისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა კიშინიოვში მოაწერეს

"მოლდოვასთან დადებული ეს შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ და კომერციულ თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კავშირების დამყარებას, ხოლო ავიახაზებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთის ახალ შესაძლებლობებს წარმოქმნის". - წერს აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

შეთანხმება გულისხმობს შეუზღუდავი რაოდენობითა და სიხშირით ფრენებს, ჩარტერულ რეისებთან მიმართებაში ცის ლიბერალურ პოლიტიკასა და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობებს.

აშშ-ს ღია ცის შეთანხმება ამ დროისთვის 130-ზე მეტ პარტნიორ ქვეყნასასთან აქვს დადებული. 

კომენტარები