ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: 26-ის შემდეგ აქციები დაანონსდება – ან ეს მთავრობა, ან ჩვენ, ხალხი

მქონდა ილუზია და სურვილი, რომ აღმოჩნდებოდა საქართველოში ისეთი მოსამართლე, რომელიც ამ პროცესს სწორად წაიყვანდა. მაგრამ, მგონი, ეს ჩემი ოცნება იყო - არარეალურზე ვოცნებობდი. შეიძლება, ხმამაღალი სიტყვები იყოს, მაგრამ, მოდი, ასე ვიტყვი, მთავრობამ რომ არ მოგვინათლოს, თითქოს ჩვენ 26 მაისს ხელს ვუშლით - არა, ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც გვეკადრება. ჩემი შვილი რუსულ კანონს შეეწირა, იმის შემდეგ ბევრი რუსული შემოგვთავაზეს. 26-ის შემდეგ ან ეს რუსეთუმე ხელისუფლება, რუსული ნარატივის გამტარებელი ხელისუფლება, ან ჩვენ, ის 90%, რომელიც ვირჩევთ ევროპას. დაანონსდება აქციები და ბოლომდე მივყვებით - ან ეს მთავრობა, ან ჩვენ, ხალხი, ვისაც გვინდა ევროპა. 

[...] ბავშვი გირაოთი მაინც გამოეშვათ. 2 თვე გადის 29-ში. შემდეგ კიდევ გადადებენ, მერე კიდევ. გამოუშვი გირაოთი და რამდენიც გინდა, წელე... ბავშვი ახლა ვნახე, კიდევ გამხდარია.

ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. დღეს, 18 მაისს სასამართლო პროცესი გადაიდო - მომდევნო სხდომა 13 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

კომენტარები