რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საჭიროა რეალისტური საგზაო რუკა უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის – როთი

Tanjug

12 მაისს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში შესაძლო ვიზიტის წინ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერით გამოვიდა.

"NATO-ს შემდეგ სამიტზე ვილნიუსში, ივლისში მკაფიო სიგნალები უნდა გაიგზავნოს, თუ როგორი იქნება უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეუქმნას საფრთხე უკრაინის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას" - თქვა როთმა გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, კიევის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეალისტური საგზაო რუკაა საჭირო, რომელიც დაკავშირებული იქნება კონკრეტულ რეფორმებთან, ასევე ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინის წვდომასთან.

NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება. მანამდე კი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გერმანიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვიოს.

კომენტარები