საქართველო-რუსეთი

ჯაფარიძე უვიზო მიმოსვლაზე: ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იქ, სადაც *ლედ, "ჩერნაჟოპად" თვლიან

უვიზო მიმოსვლა არ არის პრობლემა. 

ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც "ჩერნაჟოპად" და *ლედ თვლიან, ქვეყანაში რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია სისხლი გაგვიშრო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო, დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ჩვენ მოქალაქეებს. ამას ვერავის დაუშლი. 

პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად და კრემლს ხელახლა ვაძლევთ ხელში ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკურ ბერკეტებს (არ გვახსოვს რა გააკეთეს 2006-ში). ეს იმ ფონზე, როცა დეფაქტო ხელისუფლება დასავლეთის გინებით და დასავლეთისგან გაუცხოებითაა დაკავებული. 

ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ როცა ცხადად დადგება არჩევანი, დასავლეთი თუ ევროპა, კრემლს ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე ზეწოლის ბერკეტი, ვინც ეკონომიკურად მიბმული იქნება რუსეთის სივრცესთან - ანუ ერთი ხელით დასავლეთის გავლენის შემცირებას ცდილობენ რუსული კანონით და ანტიდასავლური კამპანიით, ხოლო მეორე ხელით რუსეთის გავლენას აძლიერებენ. ესაა პრობლემა. 

ესენი არიან რუსები. ამათმა უნდა **აჯვან. 

წერს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება. 

კომენტარები