რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს 10-ზე მეტი დრონით დაესხა თავს

ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უკრაინა გასულ ღამეს ყირიმის ნახევარკუნძულს 10-ზე მეტი დრონით დაესხა თავს. მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ, სულ მცირე, ერთი დრონი სევასტოპოლის თავზეა ჩამოგდებული. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სევასტოპოლში არც ერთი ობიექტი არ დაზიანებულა.

კომენტარები