რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

2022 წელს 250 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იყო – გაეროს კვლევა

3 მაისს, გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს 250 მილიონზე მეტი ადამიანი მძიმე შიმშილის წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ხალხი საყოველთაო შიმშილის ზღვარზე იყო.

კვლევის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომი და საკვების მაღალი ფასები შიმშლის მთავარი გამომწვევი ფაქტორები იყო. შიმშილი განსაკუთრებით შეეხო მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების აღდგენას ცდილობდნენ. 

დაახლოებით 258 მილიონ ადამიანს 58 ქვეყანაში 2022 წელს საკვების არასაკმარისი რაოდენობაზე მიუწვდებოდა ხელი, რაც 2021 წლის მაჩვენებლიდან - 193 მილიონი ადამიანიდან ძალიან მკვეთრი ზრდაა.

დაახლოებით 376,000 ადამიანი შვიდ ქვეყანაში - ავღანეთში, ბურკინა-ფასოში, ჰაიტიში, ნიგერიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და იემენში სასურსათო დეფიციტს განიცდიდნენ და "კატასტროფული" პირობები ჰქონდათ, რაც, საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების რეიტინგის სისტემაში საყოველთაო შიმშილამდე ბოლო ეტაპია.

19 ქვეყანაში შიმშილის მთავარი მიზეზი ომი იყო, ხოლო 57 მილიონი ადამიანის 12 ქვეყანაში საკვების დეფიციტს ამინდისა და კლიმატის გაუარესების გამო განიცდიდა, მათ შორის იყო პაკისტანი, სადაც დამანგრეველმა წყალდიდობამ მოსავალი გაანადგურა და მილიონობით ადამიანი საკვების გარეშე დატოვა .

კომენტარები