რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვმუშაობთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით. უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს.

"ყურადღებით ვაკვირდებით და ვინიშნავთ, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ უკანასკნელის დასაბლოკად". - ამბობს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან გამართა შეხვედრა როგორც უკრაინის, ისე პარტნიორების სანქციების გამკაცრების შესახებ.

"ვამზადებთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული". - განმარტა ზელენსკიმ.

25 აპრილს იერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი სამოქმედო გეგმა (სამოქმედო გეგმა 2.0), რომლის მიზანი იყო რუსეთზე სანქციების ზეწოლის შემდგომი გაძლიერება, რაც გულისხმობდა ნავთობის ფასის 45 აშშ დოლარამდე შემცირებასა და რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

კომენტარები