ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის მამა: არ მინდოდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს

ისე თავისუფლად ისხდნენ ეს ორი ცრუპენტელა პროკურორები, რომ თითქოსდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. 20 000 გირაო რომ შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მე მგონია, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება სულ ცოტახანში. უბრალოდ, ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. ძალიან არ მინდოდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს

თქვა ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები