რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ ტოპონიმებს კრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის დაგმობასა და ტოპონიმების კოლონიური გავლენისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად. 

ახალი კანონით უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების გავრცელება იკრძალება. ეს გულისხმობს იმ პირებისათვის ძეგლების მიძღვნას, ვინც რუსეთის მთავრობაში, პარტიასა თუ სამხედრო ძალებში მაღალი რანგის თანამდებობას იკავებდა. აგრეთვე იმ ადამიანების მონუმენტებით განდიდებას, ვინც საჯაროდ მხარს უჭერდა და ამართლებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას. საჯარო სივრცეებიდან აიღებენ უკვე არსებულ ძეგლებს, რომლებიც მიძღვნილია ამ ინდივიდების ხსოვნისადმი. 

შეწყდება გეოგრაფიულ ადგილებთან მიმართებაში რუსეთთან დაკავშირებულ სახელწოდებათა გამოყენებაც. ახალი კანონის აღსრულების მიზნით, არსებულ ქუჩებს, სკვერებსა და პარკებს იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელწოდება უკავშირდება რუსულ სიმბოლიკას, ახალი სახელებით ჩაანაცვლებენ. 

რუსული სიმბოლიკის ნაწილია რუსული დროშა და ჰიმნიც. მათი უკრაინის მასშტაბით წარმოება და გავრცელება აგრეთვე აიკრძალება. 

კომენტარები