რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრის შემდეგ უკრაინამ კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო
Nikolai Petrov

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის, დენის პუშილინის შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციისთვის ბელარუსიდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"რუსეთის ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება და მძიმე დანაშაულების გამო უკრაინული მართლმსაჯულებისგან მიმალვაშია, რომელიც უკრაინისა და საერთაშორისო მასშტაბით  სანქცირებულია, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კიდევ ერთ უხამს, მტრულ ნაბიჯად აღვიქვამთ. ამ ქმედების მიზანი აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერაა". - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. 

კომენტარები