გერმანია

გერმანია ქვეყანაში ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს

Deutsche Welle 

გერმანია ქვეყანაში ბოლო ატომურ ელექტროსადგურებს ხურავს. Isar II, Emsland და Neckarwestheim II სადგურების რეაქტორები შაბათს შუაღამით დაიხურება, რის შემდეგაც ბერლინი სრულად განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების გეგმას აამოქმედებს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გერმანიაში ელექტროენერგიის წარმოების მხოლოდ 5% უზრუნველყო.

ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ბირთვულმა ენერგიამ გერმანიის ელექტროენერგიის წარმოების მხოლოდ 6% უზრუნველყო, ამავე დროით პერიოდში განახლებადი წყაროებზე კი ელექტროენერგიის წარმოების 44% მოდიოდა. 

გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბირთვული ენერგიის შეწყვეტის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება და ბერლინი ელექტროენერგიის ექსპორტს განაგრძობს. 

გერმანიის მთავრობის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კვლავაც აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნები, საფრანგეთი და შვეიცარია, დიდწილად, ატომურ ენერგიაზე არიან დამოკიდებული.

კომენტარები