რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის ვიდეო მსოფლიომ უნდა ნახოს

არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო... უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა... მსოფლიომ უნდა ნახოს.

ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობენ ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი...

ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა.

ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში. ათასჯერ.

ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.

არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას.

ტერორის დამარცხება აუცილებელია.

ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა!

და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ - გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან!

მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა.

მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა!

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები