რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი, სავარაუდოდ, ვაგნერის ალტერნატიული სამხედრო კომპანიების შექმნას ცდილობს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს, დააფინანსოს და განავითაროს ალტერნატიული კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც ვაგნერის ჯგუფის სამხედრო როლს ჩაანაცვლებენ. 

"ეს ხდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფს შორის გახმაურებული უთანხმოების კონტექსტში. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, სურს შემცვლელი სამხედრო კომპანია, რომელზეც მას მეტი კონტროლი ექნება. თუმცა, არც ერთი ცნობილი რუსული სამხედრო კომპანია ამჟამად არ უახლოვდება ვაგნერის ზომას ან ძალას". - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

უწყების განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ სამხედრო კომპანიების დანაკარგებს რუსული საზოგადოება უფრო ადვილად შეეგუება, ვიდრე რეგულარული არმიის სამხედრო დანაკარგებს.

კომენტარები