ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის მამა: შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას

როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო რაც დრო გადის, გული მეწვის. მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში. იტყვიან, სხვას შვილები უკვდებიან და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო - ბევრი მამხნევებს. არა, ხალხნო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა, საქართველოში დავრჩით იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო - საქართველო.

აი, ეხლა კიდევ მეტყვიან, აი, შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო? როგორ ფიქრობთ, ხალხნო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა?

ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები.

წერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი.

კომენტარები