რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 26 მარტის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მცდელობებს განიხილავს

ანალიტიკოსების განმარტებით, პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში იგი სრულ გამარჯვებას მიაღწევს.

"როგორც ჩანს, პუტინი უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

გარდა ამისა, ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინამ და დასავლეთმა რუსეთი ვერ დაარწმუნეს, რომ კომპრომისზე წასვლით კონფლიქტი მოგვარების გზა განიხილოს. ამისგან განსხვავებით, ანალიტიკოსების განმარტებით, პუტინი კონცენტრირებულია თავისი თავდაპირველი ომის მიზნების მიღწევაზე გაჭიანურებული კონფლიქტის გაგრძელებით.

"უკრაინის არაერთი წარმატებული კონტრშეტევა, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ არაა საკმარისი იმისათვის, რომ პუტინი მისაღები პირობებით მოლაპარაკებებზე დაარწმუნოს ან ადგილზე შექმნას სამხედრო პირობები, რომელიც საკმარისად ხელსაყრელი იქნება უკრაინისა და დასავლეთისთვის". - წერს ISW. 

გარდა ამისა, ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, რომ ომში უკრაინამ ორი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელა, რომლებშიც რუსული ძალების კიევის დატოვება არ იგულისხმება. ამერიკელი ანალიტიკოსების განმარტებით, ორივე ოპერაციის შედეგად უკრაინამ წარმატებით დაიბრუნა დიდი ტერიტორიები ჯერ ხარკოვში, შემდეგ კი დასავლეთ ხერსონში.

კომენტარები