რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის, მაგრამ ამ დანაკარგების გავლენა რეგიონების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. 

ამავე ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, უმდიდრესი ქალაქები მოსკოვი და პეტერბურგი შედარებით უვნებელი დარჩა. 

"ეს განსაკუთრებით ეხება ქვეყნის ელიტურ ოჯახებს". - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში ყველაზე დიდ დანაკარგს ეთნიკურ უმცირესობებში განიცდიან.

"ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის". - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

კომენტარები