სალვადორი

სალვადორის ციხეში, რომელიც ამერიკის მასშტაბით უდიდესია, ერთბაშად 2 000 პატიმარი მოათავსეს

სალვადორის მთავრობამ ათასობით ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალად კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ედებათ ახლად გახსნილ "მეგა-ციხეში" გადაიყვანა. ეს სალვადორის კრიმინალთან ბრძოლის ახალი მიდგომის ნაწილია. "მეგა-ციხის" გახსნა აუცილებელი გახდა, რადგან ციხეებში პატიმრების რაოდენობის სიჭარბის გამო ადგილები აღარ იყო.

"ეს მათი ახალი სახლი იქნება. აქედან ისინი ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას". - წერს სალვადორის პრეზიდენტი, ნაიიბ ბუკელე Twitter-ზე და პატიმართა ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

"მეგა-ციხეში", სადაც 40 000-მდე პატიმრის მოთავსებაა შესაძლებელი, ერთბაშად 2 000-მდე ბრალდებული გადაიყვანეს.

ციხე, რომელსაც "ტერორიზმის სატუსაღოს" უწოდებენ, ამერიკის მასშტაბით უდიდესია.

კომენტარები