ევროკავშირის ქვეყნები

საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა – EUAA

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ. ეს ქვეყნებია: სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი.  

2008 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს. 

2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს სტატისტიკა იმით აიხსნება, რომ უკრაინიდან გამოქცეული ადამიანების დიდი ნაწილი დროებითი დაცვისა და თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე დარეგისტრირდა.

კომენტარები