აშშ-ში მასობრივი სროლა

მისისიპის შტატში კაცმა 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის ყოფილი ცოლი

მისისიპის შტატის ერთ-ერთ სოფელში, სადაც 300 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და 5 ადამიანი მოკლა.

პოლიციამ 52 წლის ადგილობრივ მამაკაცს პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენა ბრალი. მისი თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მისისიპის გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

"აქ არ ხდება ბევრი ძალადობრივი დანაშაული. ეს შოკისმომგვრელია. არც ვიფიქრებდი, რომ აქ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო." - ამბობს შერიფი.

მისი თქმით, ეჭვმიტანილს სამი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

იარაღით ძალადობის არქივის (GVA) არაკომერციული კვლევის მონაცემთა ბაზის თანახმად, 17 თებერვლის ინციდენტი 2023 წლის დასაწყისიდან 73-ე მასობრივი სროლაა ამერიკაში.

კომენტარები