რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება მოსახლეობის ომისგან იზოლირება

Reuters

2022 წლის დეკემბერში ჩატარებული რუსული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52%-ს ჰყავდა მეგობარი ან ნათესავი, რომელიც ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ყოველდღიურ დოკუმენტში ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, ანდრეი ტურჩაკმა, რუსეთის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, რომელიც ორიენტირებულია უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, 2023 წლის 16 თებერვალს თქვა, რომ ჯგუფმა ანგარიში წარუდგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ბრიტანელის ანალიტიკოსების შეფასებით, ანგარიში, სავარაუდოდ, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მობილიზებულებისა და მათი ოჯახების სოციალური მხარდაჭერა. 

"ეს საკითხი, სავარაუდოდ, უფრო აქტუალური გახდება, თუ შემდგომი მობილიზაცია (იქნება ეს აშკარა თუ ფარული) გამოცხადდება". - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ერთად, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ პუტინმა შესაძლოა ამ საკითხებზე 2023 წლის 21 თებერვალს თავის მიმართვაში ისაუბროს. 

კომენტარები