რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ომში დაღუპულია დაახლოებით 40 000-60 000 რუსი სამხედრო

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, უკრაინაში შეჭრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორების ძალების დანაკარგი, სავარაუდოდ, 175 000-200 000-ია.

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული რიცხვი დაახლოებით 40 000-60 000 მოკლულ ადამიანს მოიცავს. 

"თანამედროვე სტანდარტებით, ეს მაჩვენებლები დაჭრილებთან შედარებით მოკლული პერსონალის მაღალ თანაფარდობას ასახავს. ეს თითქმის ნამდვილად განპირობებულია ძალის დიდ ნაწილზე უკიდურესად განუვითარებელი სამედიცინო უზრუნველყოფით". – ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ დოკუმენტში. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ე.წ. "ნაწილობრივი მობილიზაცია" დაიწყო. 

გარდა ამისა, ბრიტანელი ანალიტიკოსების განმარტებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ომში დიდი რაოდენობით მსჯავრდებულ-წვევამდელების ძალა გამოიყენა, რომელთა მსხვერპლის მაჩვენებელი, დაზვერვის შეფასებით, 50%-მდე უნდა იყოს.

კომენტარები