დევიდ მალპასი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

დევიდ მალპასი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი თანამდებობიდან გადადგომას ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე აპირებს

მალპასი თანამდებობას დატოვებს 30 ივნისს, მსოფლიო ბანკის ფისკალური წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალპასი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად 2019 წელს ხუთი წლის ვადით დანიშნა. როგორც უმსხვილესი აქციონერს, ამერიკის შეერთებული შტატებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს.

გასულ წელს მალპასმა კლიმატის აქტივისტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც მან უარი თქვა ერთ-ერთი პანელური დისკუსიის დროს დაედასტურებინა, ეთანხმებოდა თუ არა წიაღისეულის წვის შედეგად პლანეტის დათბობის საკითხს. კრიტიკის შედეგად მისმა ბევრმა ოპონენტმა მალპასის გადადგომა მოითხოვა. 

მალპასის მმართველობის პერიოდში ორგანიზაციას რამდენიმე კრიზისთან გამკლავება მოუწია, მათ შორის გლობალურ პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის ომთან. 

მსოფლიო ბანკის თქმით, მალპასმა ორივე კრიზისის დროს ფინანსები რეკორდულად გაზარდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იგი ასევე ყურადღებას ამახვილებდა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკაზე, სახელმწიფო ვალის ტვირთისა და სიღარიბის შემცირებაზე.

 

კომენტარები