რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის საჰაერო სივრცეში 6 საჰაერო ბუშტი შენიშნეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კიევის თავზე ექვსი საჰაერო ბუშტი შენიშნეს. მათი უმეტესობა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებულია. 

"კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ექვსი სამიზნე იყო ამოცნობილი. დაზუსტებული ინფორმაციით, ისინი ქარის ძალით მოძრავ საჰაერო ბუშტებს წარმოადგენდნენ. ყოველი მათგანის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემა იქნა გამოყენებული. მათი უმეტესობა ჩამოგდებულია". - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი დასკვნებით საჰაერო ბუშტები შესაძლოა სადაზვერვო დანიშნულებით გაუშვეს. საბოლოო შეფასება მხოლოდ ჩამოგდებული ობიექტების ნარჩენების ანალიზის შემდგომ გაკეთდება. 

კომენტარები