რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ვაგნერში მსჯავრდადებულთა რეკრუტირება შეჩერებულია

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, მსჯავრდადებულთა რეკრუტირება კრიმინალურ კერძო სამხედრო კომპანიაში მთლიანად შეჩერებულია. 

"დიახ, მართლაც ასეა. ვაგნერის [ჯგუფში] მსჯავრდადებულთა დაკომპლექტება მთლიანად შეწყდა. მათ მიმართ, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ყველა ვალდებულება შესრულებულია". – თქვა პრიგოჟინმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებთან დაკავშირებით პრიგოჟინს განმარტება არ გაუკეთებია.  

ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა. ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები