ლავასოღლის საქმე

ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი დააკავეს

primecrime.ru

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას ალბანეთის პოლიცია ადასტურებს.

Euronews-ის ალბანური ოფისის ცნობით, მინდია ლავასოღლი ტირანაში იმალებოდა და თავს უკრაინის მოქალაქედ ასაღებდა.

ლავასოღლი ადგილობრივი პოლიციის ოპერაცია Kryesori-ის ფარგლებში დააკავეს. მას ბრალი ედება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულსა და იარაღის უკანონოდ შენახვაში. 

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, 42 წლის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციის პროცედურები დაწყებულია.

კომენტარები