რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი ისკანდერ-K ტიპის რაკეტებით დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 8. 

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, 8 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო დახმარება კამში 21-მა ადამიანმა მიიღო. 

წინასწარი მონახემებით, კრამატორსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 8 მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა, 1 კი სრულად განადგურდა. 

კომენტარები