რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპელი პარტნიორები F-16-ების გადმოცემას ეცდებიან – კულება

ნიდერლანდების საჰაერო ძალების F-16

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ერთ-ერთი ევროპული პარტნიორი ქვეყნის კოლეგამ მას უთხრა, რომ კიევისთვის ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე იმუშავებენ.

"სწორედ ახლა, ერთი ევროპელი კოლეგისგან მივიღე კითხვა: "ახლა F-16-ები?". და ვუპასუხე, კი-მეთქი. [მიპასუხა] მუშაობას ვიწყებ, მეგობაროო. მან იცის რაც უნდა გააკეთოს". – თქვა კულებამ.

კულებას არ დაუსახელებია რომელ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების მთავრობა პოტენციურად მზად არიან, უკრაინისთვის საკუთარი F-16-ების გადაცემის შესაძლებლობის განხილვა დაიწყონ, თუ კიევისგან შესაბამისი თხოვნა იქნება.

აქამდე, გერმანული მედიის საშუალებით, ცნობილი გახდა, რომ ბერლინი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.

ამას გარდა, ამერიკული მედია Associated Press-ი წერს, რომ ახლო მომავალში აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. მედიის ცნობით, საუბარია 30-ზე მეტ ტანკზე.

კომენტარები