რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომი ჩიხშია – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს უკრაინამ მცირე წარმატებებს მიაღწია და ქალაქი რუსული კონტრშეტევისგან წარმატებით დაიცვა.

"სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც საარტილერიო გაცვლასა და შეტაკებებში ჩაერთნენ, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი შეტევითი ქმედებებისგან თავი შეიკავეს". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, უკრაინაში კონფლიქტური სიტუაცია ჩიხშია, თუმცა რუსებს ბახმუტთან ახლოს წინსვლის რეალური შესაძლებლობა მაინც აქვთ. 

ამავე ინფორმაციით, რუსეთისა და კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალები ქალაქ სოლედარში გაერთიანდნენ მას შემდეგ, რაც იგი კვირის დასაწყისში აიღეს. 

კომენტარები