ვახტანგ კიკაბიძე

კიევში სურთ ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელი გადაერქვას

კიევის პეჩერსკის რაიონში სურთ ვახტანგ კიკაბიძის პატივსაცემად ქუჩას სახელის გადაერქვას

კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც მოითხოვს, რომ რუსი მწერლის მიკოლა ლესკოვის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვას  და გამოჩენილი ქართველი მსახიობის, მომღერლისა და უკრაინის მეგობრის ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს.

"ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარია, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ომში. მსახიობმა უარი თქვა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გამო. მას შემდეგ ის რუსეთში არ ყოფილა. ის მხარს უჭერდა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან წინააღმდეგობაში.

2019 წელს მან აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) წარადგინა სპექტაკლი რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების მე-5 წლისთავის პატივსაცემად. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ". - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

კომენტარები